პროექტის შესახებ

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.


ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები.*

დემოკრატიული მოძრაობა          დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო

ნაციონალური მოძრაობა           ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნული ფორუმი       ეროვნული ფორუმი

თავისუფალი დემოკრატები           თავისუფალი დემოკრატები

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს           მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - გირჩი          პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - გირჩი

საქართველოს რესპუბლიკური პარტია        საქართველოს რესპუბლიკური პარტია

ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს,

 

პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებელისა და პოლიტიკური პარტიის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში პარტიას მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, პარტიას მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პარტიას ენიჭება 0%. მაგალითად, ავიღოთ შემდეგი კითხვა და მასზე სავარაუდო პასუხები:

უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი?
  • დიახ
  • არა
  • დიახ, მხოლოდ კაცებისთვის
  • დიახ, მხოლოდ ქალებისთვის
  • არა, პირიქით, უნდა შემცირდეს

დავუშვათ, პოლიტიკურმა პარტიამ ამ კითხვაზე გასცა პასუხი „ა” (დიახ). თუ ვებგვერდის მომხმარებელი იგივე კითხვაზე ასევე გასცემს „ა” პასუხს, ამ კითხვაში ამ ამორჩევლის პარტიასთან დამთხვევა იქნება 100%. თუ ამომრჩევლის პასუხი, მაგალითად, იქნება „გ” (დიახ, მხოლოდ კაცებისთვის), ეს ნიშნავს, რომ მისი და პარტიის პასუხები სრულად არა, თუმცა ნაწილობრივ დაემთხვა, რადგანაც საპენსიო ასაკის გაზრდას ორივე ემხრობა. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის პარტიასთან დამთხვევა იქნება 75%, ხოლო თუ ამომრჩეველი იტყვის „ბ”-ს (არა), ან „ე”-ს (არა, პირიქით, უნდა შემცირდეს), პასუხების დამთხვევა იქნება 0%.  

კითხვარის სრულად შევსების შემდედ ყველა კითხვის შედეგი ჯამდება და მიღებული რიცხვი იყოფა 36-ზე, ანუ კითხვების რაოდენობაზე, რის შედეგადაც გამოითვლება ვებგვერდის მომხმარებლისა და თითოეულ პოლიტიკური პარტიას შორის საშუალო პროცენტული თანხვედრა.

* კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას** და ორ ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას - „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”. კითხვარის შევსებაზე უარი გვითხრეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს ლეობორისტული პარტია”, „პატრიოტთა ალიანსი”, „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.

** პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.